გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებაზე: რა კავშირი აქვს ამ ამბავს, ჩვენთან მიღებულ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან? ის, რომ როგორც აქ გადაეფარა დასავლეთი მისი ფინანსებით გამოზრდილ კონტრელიტას, ისევე იცავს მათ უკრაინაშიც

12-07-2024

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, ეხმიანება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, ორგანიზაციებსა და შპს-ებს, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და იღებენ უცხოურ დაფინანსებას, მობილიზაციისგან სრული, 100%-იანი დაცვა აქვთ.


ანჯაფარიძის თქმით, "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან ამ ამბავს, შესაძლოა, ერთი შეხედვით საერთო არაფერი ჰქონდეს, თუმცა, როგორც საქართველოში გადაეფარა დასავლეთი მისი დაფინანსებით "გამოზრდილ" სუბიექტებს, ასევე იცავს მათ უკრაინაშიც, თუნდაც, რუსეთთან ომის პირობებში.


„თითქოსდა რა კავშირი აქვს ამ ამბავს, ჩვენთან მიღებულ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან? ის კავშირი აქვს, რომ როგორც აქ გადაეფარა დასავლეთი მისი ფინანსებით გამოზრდილ კონტრელიტას, ისევე იცავს მათ უკრაინაშიც, თუნდაც ომის პირობებში“, - წერს ექსპერტი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930