გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქუთაისში პოლიტიკოსების პორტრეტების გამოფენა გაიმართება

8-10-2018

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას პორტრეტის შემქმნელი მხატვარი ლევან გოგიტაძე ახალი გამოფენისთვის ემზადება. ამჯერად მხატვარი პოლიტიკოსების პორტრეტებს წარმოადგენს.


მხატვარი ამბობს, რომ ამ ფორმით ეხმაურება და აპროტესტებს იმ სკანდალს, რომელიც კოზენცას და ქუთაისის მერების პორტრეტების გამოფენას მოჰყვა. გოგიტაძის თქმით, გამოფენა საქველმოქმედო იქნება და შემოსული თანხით მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარებიან.


სექტემბერში იტალიაში მოწყობილ გამოფენაზე სხვა ნახატებთან ერთად ქუთაისისა და კოზენცას მერების პორტრეტებიც გამოიფინა. ისინი ვორკშოპის ფარგლებში ქუთაისელმა მხატვარმა ლავენ გოგიტაძემ დახატა. გამოფენამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.


imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031