გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
„ნაცმოძრაობა” ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივის

8-10-2018

ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანია ამბობს, რომ ქუთაისის მერის იტალიაში, ქალაქ კოზენცაში ვიზიტის ხარჯებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია თითქმის ერთი თვის წინ გამოითხოვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. შუშანია მერიის წინააღმდეგ სარჩელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. შუშანია ითხოვს პასუხს, რა თანხა დაიხარჯა იტალიაში გიორგი ჭიღვარიას ვიზიტისთვის.


იტალიაში მოწყობილ გამოფენაზე სხვა ნახატებთან ერთად ქუთაისისა და კოზენცას მერების პორტრეტებიც გამოიფინა. ისინი ვორკშოპის ფარგლებში ქუთაისელმა მხატვარმა ლევან გოგიტაძემ დახატა. გამოფენას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.



imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930