გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია

18-07-2024

საქართველოს პარლამენტმა 80 ხმით ერთხმად გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია. საქართველოს პარლამენტმა 80 ხმით ერთხმად გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია. 


პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე კენჭისყრამდე დეპუტატებმა  გიორგი გაბიტაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს, სადაც მან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც პროკურატურის საქმიანობაში პრიორიტეტული იქნება.


„პროკურატურის კონსტიტუციური სტატუსი, სისტემური მოწყობა და ანგარიშვალდებულების არსებული სისტემა, ვფიქრობ, უზრუნველყოფს პროკურატურის ინსტიტუციურ სიძლიერეს. ამასთან, მნიშვნელოვანია პროკურორის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ზრდის ხელშეწყობა, მისი დაცულობის გაძლიერება და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება", - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.


გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლის ვადით ირჩევს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728