გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, უნგრეთს ეწვევა

19-07-2024

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას,  უნგრეთს ეწვევა.


ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან, გამართავს შეხვედრას როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მინისტრები ხელს მოაწერენ  საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შეთანხმებას ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ. 


ასევე, ილია დარჩიაშვილი და პიტერ სიიარტო  გააკეთებენ განცხადებებს მედიისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728