გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში სასმელი წყლის შადრევნებს ჩამკეტი ონკანები დაუმონტაჟდებათ

8-10-2018


სასმელი წყლის შადრევნებს თანამედროვე ტიპის, წყლის ჩამკეტი ონკანები დაუმონტაჟდებათ.

 

თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფმა“, სასმელი წყლის რაციონალური ხარჯვის მიზნით,  300 ერთეული ონკანი შეიძინა.

 

დედაქალაქის ცენტრალურ  ქუჩებში, სკვერებსა და პარკებში ონკანების მონტაჟი უკვე დაწყებულია და რამდენიმე დღეში დასრულდება.

 

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩამკეტი ონკანები  რიყის პარკის, ვაკის პარკისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასმელი წყლის შადრევნებზე უკვე დამოტაჟდა.

 

უახლოეს დღეებში რუსთაველის გამზირის, შარტავას ქუჩის, წურწუმიას ქუჩის, მზიურის პარკისა და მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე სკვერში არსებული სასმელი წყლის შადრევნების  შეკეთება და ახალი ონკანებით აღჭურვა იგეგმება.

 

შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ჩამკეტ ონკანებს დედაქალაქის გამგეობებს გადასცემს.

 

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31