გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტყიბულის მუნიციპალიტეტს ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა

26-07-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტს ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა. 50 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სოფლებში: მუხურასა და ახალსოფელში აშენდა. შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე  მუნიციპალიტეტი მერი, დავით ჩერქეზიშვილი გაეცნო.


პროექტების განსახორციელებლად  მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 500 000 ლარი გამოიყო. 


აღსანიშნავია, რომ სოფელ მუხურაში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა და   ახალი სასწავლო წლიდან  პირველად დაიწყებს ფუნქციონირებას.


ბაღების მშენებლობისა  და შენობის სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია, ამჟამად მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობის პროცესი.


სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის, აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით  და შეიქმნება  საუკეთესო პირობები სააღმზრდელო პროცესისთვის.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031