გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
წერეთლის გამზირზე მომხდარმა ავარიამ ქვეითად მოსიარულე მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

9-10-2018

წერეთლის გამზირზე, “დიდუბე პლაზას” მიმდებარე ტერიტორიაზე „ოპელის“ მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა.
როგორც „კვირას“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მას თავი აქვს დაზიანებული.
ავარიის შემდეგ „ოპელის“ მარკის ავტომანქანის მძღოლი არ მიმალულა და ის, ამ დრომდე, შემთხვევის ადგილზე იმყოფება. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930