16-01-2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვა - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში სამი პირი მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულებმა, ქვემო ქართლში არსებულ სავაჭრო ობიექტში ყალბი 50-ლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში, ქალაქ თბილისში, ყალბი 100-დოლარიანი და 100 თურქული ლირის ნომინალის კუპიურა გაასაღეს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 700 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი და 50-ლარიანი კუპიურები, 9 600 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები და 48 800 ყალბი თურქული ლირა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
13-05-2026
26-08-2026
| « სექტემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | ||||