13-08-2024
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ჰელსინკის კომისიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც - „თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა“, Facebook-ზე ეხმიანება.
„დანია ფესტივალებს გვიფინანსებს და სააკაშვილის პორტრეტებს გვიფრიალებს დემოკრატიის სახელით… აქეთ კიდევ, ჰელსინკის კომისიამ, ქოლ-ცენტრების ფულით ავიწროებენ ოპოზიციას საქართველოშიო… უკაცრავად და, სკანდინავიაში თეთრი ღამეები დაეწყოთ, თუ, აბა, რა „ჩამოაბნელეს“, ხომ კარგად არიან?! საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული თაღლითი კეზერაშვილი, რომელსაც „მისტერ-ოფშორით“ იცნობენ და ბრალი ედება ქოლ-ცენტრებით ევროპელი პენსიონერების ძარცვაში, აფინანსებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს კომისია გვეუბნება, ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებენ ქოლ-ცენტრებსო? ასეთი იმბეცილებითაა დაკომპლექტებული ეს ორგანო?! აბა, როგორ დავიჯერო - კეზერაშვილის ჯიბეზე დასხდნენ ესენიც?!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |