გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: ვიდრე არ მოხდება „ნაცმოძრაობის“, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლება, მანამდე ქართული სახელმწიფო ვერ დაისვენებს

19-08-2024

„თავის დროზე მსოფლიო საზოგადოების წინაშე „ნაციონალურ - სოციალისტურ, ჰიტლერის პარტიამ არაერთი დანაშაული ჩაიდინა და სწორედ მის მსგავსად ქართველი ხალხის და ქართველი სამხედროების წინაშე „ნაცმოძრაობას“ ჩადენილი აქვს არაერთი დანაშაული, რაც საერთაშორისო სასამართლოების მიერ არის დადასტურებული“, - ამის შესახებ მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლება აუცილებელია.


„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულზე არსებობს ქართული და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები. თავის დროზე მსოფლიო საზოგადოების წინაშე „ნაციონალურ - სოციალისტურ, ჰიტლერის პარტიამ არაერთი დანაშაული ჩაიდინა და სწორედ მის მსგავსად ქართველი ხალხის და ქართველი სამხედროების წინაშე „ნაცმოძრაობას“ ჩადენილი აქვს არაერთი დანაშაული, რაც საერთაშორისო სასამართლოების მიერ არის დადასტურებული. ვიდრე არ მოხდება „ნაცმოძრაობის“, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლება, მანამდე ქართული სახელმწიფო ვერ დაისვენებს,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930