გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არქეოლოგიური ექსპედიცია ფიჭვნარის სამაროვნის ტერიტორიაზე

23-08-2024

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით განახლდა საველე არქეოლოგიური სამუშაოები ფიჭვნარის სამაროვნის ტერიტორიაზე. კერძოდ: ძვ.წ. IV საუკუნის კოლხურ და ბერძნულ, აგრეთვე ელინისტურ სამაროვნებზე. (ექსპედიციის ხელმძღვანელი არქეოლოგი ემზარ კახიძე)

ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე შესწავლილია ასობით სამარხი, სადაც აღმოჩენილი არტეფაქტები კოლხური და ელინური სამყაროების მჭიდრო ურთიერთობებზე მოგვითხრობს.

მიმდინარე წელს გათხრები ძვ.წ. მე-4 ს კოლხურ და ბერძნულ, აგრეთვე ელინისტურ სამაროვნებს შეისწავლის. დღეისთვის აღმოჩენილია 10-მდე სამარხი და 2 აღაპი, სადაც იმპორტული და ადგილობრივი კერამიკა, კოლხური მონეტები, ვერცხლის ფირფიტა და რკინის სამაჯური ფიქსირდება. (ბიუჯეტი - 60 000 ლარი.)

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031