26-08-2024
მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ მექსიკის სასამართლო რეფორმის კრიტიკა შიდა საქმეებში ჩარევაა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ შეერთებული შტატები თავის ელჩს მექსიკის შიდა საქმეებში ჩარევისთვის იყენებს, ობრადორმა დადებითად უპასუხა.
გასულ ხუთშაბათს, აშშ-ის ელჩმა მექსიკის სასამართლო რეფორმა შეაფასა, როგორც საფრთხის შემცველი მექსიკის დემოკრატიისთვის.
ობრადორმა ხაზი გაუსვა ქვეყნების დამოუკიდებელი სუვერენიტეტების პატივისცემის აუცილებლობას.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |