გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს

30-08-2024

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, წალკის რაიონში, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 12 ტონა აღურიცხავი დიზელის საწვავის (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების) ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.


ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1551 მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს ადმინისტრაციული სახდელი შეეფარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031