2-09-2024
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 2024 წლის ყველა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და გახდა სტუდენტი.
თავდაცვის სამინისტროოს ინფორმაციით, მათმა უმრავლესობამ, 60%-მა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი. მათ შორის, კურსდამთავრებულთა 12%-მა მოიპოვა 100%-იანი გრანტი, 15%-მა მიიღო 70%-იანი გრანტი, ხოლო კადეტების 33% დაფინანსდება 50%-იანი გრანტით.
„ლიცეუმის კურსდამთავრებულები ყოველწლიურად წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, რასაც ხელს უწყობს სწავლების მაღალი ხარისხი, სასწავლებელში არსებული ჯანსაღი გარემო, მასწავლებლებისა და სერჟანტ-ინსტრუქტორების გუნდური მუშაობა, ასევე, ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური სასწავლო ბაზა” –აცხადებენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმში.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |