გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარტია „ქართული ოცნება: დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ჭიათურაში იმართება

11-09-2024

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ჭიათურაში იმართება.


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის დელეგატობის კანდიდატი პაატა კვიჟინაძე, ჭიათურის მერთან გივი მოდებაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილთან ერთად , სოფელ წირქვალისა და ხვაშითის თემში შემავალი სოფლების: წირქვალის, ხალიფაურის, ქვედა ჭალოვნის,ზედა ჭალოვნის, ხვაშითის, ვაკევისის და ვანის მოსახლეობას შეხვდნენ.


შეხვედრაზე განიხილეს არსებული პრობლემები, ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.


შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ,,ქართული ოცნების" ჭიათურის ორგანიზაციის წევრები და სოფლების რწმუნებულები ესწრებოდნენ.


ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728