გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყოფილი კონგრესმენი რონ პოლი: ომის პარტია (დემოკრატები) წავა ნებისმიერთან, რომლისგანაც ყველაზე მეტი სისხლის მიღებას მოელის

11-09-2024

ამერიკელი პოლიტიკოსი და წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, რონ პოლი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ომის პარტია წავა ნებისმიერთან, ვინც მას ყველაზე მეტ სისხლს შესთავაზებს.


მისივე თქმით, ამის ნათელი მაგალითია დიკ ჩეინი, რომელიც შეცდომით ითვლებოდა, როგორც ტრადიციული ღირებულებების უკიდურესი დამცველი, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ მან დემოკრატების კანდიდატს, კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.


„გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ომის პარტია წავა ნებისმიერთან, ვისგანაც ყველაზე მეტი სისხლის მიღებას მოელის, რათა საკუთარი სურვილი დაიკმაყოფილოს.

ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ, რომელიც არასწორად განიხილება, როგორც უკიდურესი კონსერვატორი - მხარი დაუჭირა კამალა ჰარისს პრეზიდენტად. გაუგზავნის თუ არა მას ტრამპი მადლობის წერილს?“, - წერს ყოფილი კონგრესმენი რონ პოლი X-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031