გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზონის უფროსი დიმიტრი კვანტალიანი ქუთაისში „ქართული ოცნების“ შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა

14-09-2024

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზონის უფროსმა, დიმიტრი კვანტალიანმა, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში „ქართული ოცნების“ შეხვედრის ჩაშლა სცადა.


აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად კვანტალიანმა გაავრცელა და აღიარა, რომ მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მივიდა, რადგან „ქოცური პროპაგანდის შეხვედრის წინააღმდეგია“.


„ავტოქარხანაში ქოცური პროპაგანდის შეხვედრის წინააღმდეგ!!! გადაღების შესაძლებლობა არ მომცეს!!! 26-ში დაგასრულებთ ქართველი ხალხი!!!“ - წერს დიმიტრი კვანტალიანი ფეისბუკზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031