გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

14-09-2024

ბიძინა ივანიშვილი მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.


„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის თქმით, ზურაბ ბერიკაშვილმა ღირსეული და მნიშვნელოვანი სახელი დატოვა არამარტო თეატრალურ წრეებში, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებაში.


„ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო.


მან სცენაზე გამოჩენიდან მალევე შეძლო საკუთარი ნიჭიერებითა და ინდივიდუალიზმით ქართველი მაყურებლის მოხიბვლა. ზურაბმა, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ღირსეული და მნიშვნელოვანი სახელი დატოვა არამარტო თეატრალურ წრეებში, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებაში.


ვიზიარებთ ზურაბ ბერიკაშვილის ოჯახის, მეგობრების, კოლეგების დიდ მწუხარებას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ“, - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031