გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ანზორ ბოლქვაძე ქედის მოსახლეობას შეხვდა

16-09-2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოში ქედის დელეგატ - მამუკა თურმანიძესთან ერთად სოფლების: ჩიტიძეების, გეგელიძეებისა და ახოს მოსახლეობას შეხვდა.


ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ ქედის სოფლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.


ანზორ ბოლქვაძე გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს. ყურადღება გაამახვილეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031