გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა

17-09-2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, ვაზიანისა და ქსოვრისის, მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრაზე შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები. ისაუბრეს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობაზე, ასევე მშვიდობიანი განვითარების იმ გზაზე, რომელსაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში გადის.


შეხვედრას ესწრებოდნენ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - გივი გიუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ელოშვილი, ასევე, პარტიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930