17-09-2024
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში რესპუბლიკელი სენატორის ლინდის გრემმის პოლიტიკურ ტრანსფორმაციაზე წერს და ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მიერ გაკეთებული განცხადებები მოჰყავს მაგალითად.
„პოლიტიკური პროსტიტუციის მასტერ-კლასი ჩაატარა გუშინწინ რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა. შევადაროთ მისი ტრანსფორმაცია უკანასკნელ ერთ წელიწადში:
2023 წლის სექტემბერი - „უკრაინის სახით ჩვენ გვაქვს უნიკალური შენაძენი, ეს ქვეყანა მზადაა იომოს უკანასკნელ უკრაინელამდე და ამ დროს: არ დაგვიკარგავს არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი და კვდება უამრავი რუსი. ამაზე მაგარი კაპიტალდაბანდება ამერიკას ჯერ არ განუხორციელებია“
2024 წლის სექტემბერი - „უკრაინის ომი წამოიწყეს ბაიდენმა და ობამამ. ამიტომ მათთან დაკავშირებული ამ ომის შეწყვეტის იმედი არის ილუზია. ომის შეწყვეტა მხოლოდ ტრამპს შეუძლია და ეს უნდა მოხდეს რუსეთთან მოლაპარაკების გზით“, - წერს დავით ქართველიშვილი.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |