გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნაცნაძირლებო, არ შეიძლება პოლიტიკური ქულების დაწერა ტრაგედიებზე! - გია აბაშიძე

19-09-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციონერი ჟურნალისტის თეონა ცხომელიძის მიერ კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.


კერძოდ, ანალიტიკოსი აფასებს ცხომელიძის იმ განცხადებას, სადაც ის წერს, რომ კესარია აბრამიძის სავარაუდო მკვლელი „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებს სცემდა, გამოძიება კი შეეცდება მას ხელი დააფაროს, შესაბამისად, „ცალკე ომი მოუწევთ სამართლიან განაჩენზე“.

აბაშიძის თქმით, ტრაგედიებზე პოლიტიკური ქულების დაწერა არ შეიძლება.


„ქურდს ქუდი და ავაზაკ კეზერაშვილს და მის გოშიებს კიდევ უფრო ეწვით. ყოველმხრივად ნაცნაძირლებო, არ შეიძლება პოლიტიკური ქულების დაწერა ტრაგედიებზე! საარჩევნო ბონუსები კი არა და სამართლიანად გაგთელავთ ჩვენი საზოგადოება,“ - წერს აბაშიძე ფეისბუქზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031