გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნეს განათლების სერიებს

19-09-2024

თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. 


23 – 24  სექტემბერს 19:00 საათზე გაიმართება შეხვედრა ბრენდის კონტულტანთან, დავით ხუცუშვილთან, რომელიც ისაუბრებს თემაზე - როგორ განვსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია? 


ფიზიკური შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება: 


 23 სექტემბერი - სეგმენტაცია 


1)    რა არის ბაზრის სეგმენტაცია 

2)    რას ემსახურება ბაზრის სეგმენტაცია 

3)    სეგმენტაციის სახეები 

4)    სეგმენტაციის გამოყენების წესები


 24 სექტემბერი - ტარგეტინგი 


1)    როგორ ხდება მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა 

2)    მიზნობრივ აუდიტორიასთან წვდომის სტრატეგიების ჩამოყალიბება 

3)    როგორ ხდება მიზნობრივი აუდიტორიის დეტალური დახასიათება 

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია:


სარეგისტრაციო ფორმა (google.com)

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031