გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს წალკის მუნიციპალიტეტში მართავს

24-09-2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი წალკის რაიონის სოფლების - დარაკოვას, ოზნის, კიზილქილისასა და აიაზმას - მოსახლეობას შეხვდა.


დავით შერაზადიშვილმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ასევე, მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, შეაჯამა სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.


„შეხვედრებმა საინტერესოდ ჩაიარა. ადგილობრივებთან ვისაუბრეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდზე, დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ვიმსჯელეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისა და 26 ოქტომბრის მნიშვნელობაზე. მიხარია, რომ ჩვენი და მოქალაქეების აზრი ბევრ საკვანძო საკითხზე თანხვედრაშია,“- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031