27-09-2024
ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებების ფარგლებში, შპს „საქართველოს მელიორაციამ “შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ძლევიჯვარის სარწყავი არხის მოწესრიგების სამუშაოები დაასრულა.
სოფლების - შინდისისა და ფხვენისის ტერიტორიაზე, ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისგან წყალგამანაწილებელი არხების ჯამში 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.
ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, შინდისისა და ფხვენისის 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, რაც უხვი და ხარისხიანი მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |