გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

27-09-2024

ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, ყოფილი ომის ვეტერანები და საზოგადოების წარმომადგენლები კასპში, გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.

 

ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, სოხუმის დაცემით დასრულდა.

 

31 წელი გავიდა ამ მძიმე ბრძოლიდან, რომელმაც მრავალი ქართველი მებრძოლი

ს სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის არიან საქართველოს გვარდიის - კასპის ბატალიონის მებრძოლები. ისინი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად.

 

მამა ალექსანდრემ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

 

ომის ეპიზოდები გაიხსენა ვეტერანმა მებრძოლმა, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში, თადარიგის პოლკოვნიკმა ლავრენტი ბაიდაურმა.

 

პროცესიამ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკვერისკენ გადაინაცვლა, სადაც გვირგვინით შეამკეს საქართველოს დაუმარცხებელი გენერლის ბიუსტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728