გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ მეტეხის საჭიდაო არენაზე ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა

28-09-2024

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის ღია საჭიდაო არენაზე ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა.

 

ტურნირში მონაწილეობდა კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის გუნდები.

გამარჯვებული გუნდებისთვის შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული იყო ფულადი ჯილდო.

 

I ადგილი - კასპი 10 000 ლარი:

 

II ადგილი - ქარელი 5 000 ლარი;

 

III ადგილი - გორი 3 000 ლარი.

 

ტურნირი ჩაატარა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციამ და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ.

 

ტურნირის მხარდამჭერები გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები, მთავარი მსაჯი სოსო მამულაშვილი.

 

ონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031