გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილია დარჩიაშვილმა ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქალაქეთა ახალი მისაღები დაათვალიერა

28-09-2024

ქ. ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქალაქეთა ახალი მისაღები გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.


უწყების ცნობით, მომსახურების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი სივრცე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერა.


განახლებული მისაღები, სადაც მომსახურების 3 ავტონომიური ფანჯარაა, საშუალებას მისცემს გენერალურ საკონსულოს, მოახდინოს საკონსულო ოლქში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ეფექტიანი და სწრაფი მომსახურება. ნიუ-იორკში გენერალური საკონსულო აშშ-ის 25 შტატს აერთიანებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031