გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთავრობის ადმინისტრაციაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

1-10-2024

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია „სისხლის დონაციის ბანკის" მიერ ორგანიზებულ სისხლის ჩაბარების აქციას შეუერთდა.


გაღებული სისხლით შეივსება „სისხლის დონაციის ბანკის" სარეზერვო მარაგი.


„მოხარული ვართ, რომ მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა სისხლის ბანკის მიერ ორგანიზებულ სისხლის ჩაბარების აქციას. ამით კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ზრუნვას ჩვენი მოქალაქეების მიმართ. მისასალმებელია, რომ ამ აქციას ბევრი თანამშრომელი შეუერთდა და არის ძალიან დიდი აქტივობა", - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მსგავსი აქცია პერიოდულად იმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031