გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სამგორში ავტოფარეხის ჩამონგრევისას დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა

17-10-2018

თბილისში, სამგორის რაიონში რამდენიმე კვირის წინ, ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი, რომელიც კომაში იყო, გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.


ექიმების თქმით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებოდა და გუშინ, 16 ოქტომბერს გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა გარდაბნის გზატკეცილზე, სამგორში 10 სექტემბერს მოხდა. სამი მოზარდი სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვა. მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეორე დღესვე დასტაბილურდა, ხოლო ერთი მძიმე მდგომარეობით რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული.


შსს-ს ცნობით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930