გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ისრაელში საქართველოს საელჩო 1-ელ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას ადასტურებს

2-10-2024

ისრაელში საქართველოს საელჩო ადასტურებს 1-ელ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


უწყების ცნობით, საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც ბუნებრივია მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას, ასევე მომხდარის გამო ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728