გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აკაკი ალადაშვილი: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კვლავ იგივე ღირებულებებით გავაგრძელებთ ქვეყნის აღმშენებლობას და განვითარებას

3-10-2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ფანჯიკიძის ქუჩა N6-8-ში და მიცკევიჩის ქუჩა N23-25-ში მცხოვრებლებს შეხვდა.


შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების“ ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე.


დელეგატის თქმით, მიცკევიჩის N23-25-ში 20 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა და დასასვენებელი სივრცე მოეწყო.


„განვიხილეთ, ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიას, ადამიანთა უფლებების დაცვას და სამართლის უზენაესობას. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კვლავ იგივე ღირებულებებით გავაგრძელებთ ქვეყნის აღმშენებლობას და განვითარებას,“- განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930