გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ხაზარაძე, ისევე როგორც სხვა კოლექტიური აგენტურა, პატრონების უსიტყვო მორჩილებაშია და გაცნობიერებული აქვს

10-10-2024

„დღეს, ხაზარაძე, ისევე როგორც სააკაშვილი, გვარამია და სხვა კოლექტიური აგენტურა, პატრონების უსიტყვო მორჩილებაშია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.


მისი განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ ზუსტად იცის, რომ თუ როგორღაც ხელისუფლებაში მოვა, მოუწევს ქვეყანა ომში ჩართოს, თუმცა, ამან ღალატზე ხელი ვერ ააღებინა. სწორედ ამიტომ, მდინარაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ კიდევ უფრო საშიში და მიუღებელი სწორედ ხაზარაძეა.


„ხაზარაძემ ზუსტად იცის, რა დავალებებს მიიღებს ის პატრონებისგან. მას გაცნობიერებული აქვს, რომ თუ სასწაული მოხდება და ხელისუფლებაში როგორღაც მოვა, ქვეყანა ომის ქარცეცხლში უნდა გახვიოს, მაგრამ ეს ვერ იქცა დაბრკოლებად, რომ ამ ღალატზე ხელი აეღო. სწორედ ამიტომ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ კიდევ უფრო საშიში და მიუღებელი სწორედ ეს ადამიანია, რომელიც, მასზე გამოცდილ აგენტებთან ერთად ცდილობს ხალხის მოტყუებას, თითქოს არაფერი აკავშირებს არც გარე ძალებთან და არც მის საყვარელ წარსულ ხელისუფლებასთან,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031