გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
“ნაცმოძრაობამ” დაანონსებული 100 000 კაციანი აქციის გამართვა გადაიფიქრა

18-10-2018

ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ 19, 20 და 21 ოქტომბერს თბილისში მათ მიერ დაგეგმილი აქცია გადაიდო. მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამ დღეებში დასავლეთ საქართველოში იქნება.

“წინასაარჩევნო პერიოდში გეგმები იცვლება იმის მიხედვით, სად უფრო მნიშვნელოვანია პრეზიდენტობის კანდიდატის ყოფნა. ამ პერიოდში, ახლა ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, პრეზიდენტობის კანდიდატი დასავლეთ საქართველოში ჩასულიყო. ამიტომ, 19, 20 და 21 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძე მთლიანად დასავლეთ საქართველოში იმყოფება – სამეგრელოში, იმერეთში და აჭარაში მართავს ძალიან დიდ შეხვედრებს. ამ შეხვედრების გამო გადაიდო ის აქცია, რომელიც იგეგმებოდა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.



ipress.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930