გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხოვლეში ადმინისტრაციული ერთეულის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა

16-10-2024

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ადმინისტრაციული ერთეულის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა.


კასპის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები, ელექტრობა, სველი წერტილები, სასმელი წყლის და წყალარინების გაყვანილობა, იატაკი, შეიღება შენობის შიდა და გარე ინტერიერი.


პროექტის განხორციელებამ ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლების მუშაობის პირობები გააუმჯობესა.


პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და შპს "დანი ქონსთრაქშენი“-ს მიერ განხორციელდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31