გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: ამიერკავკასიიდან დაწყებული ომი, რომელიც ჩრდილოკავკასიასაც გადაედებოდა, მართლაც მეტ სიმძიმეს შექმნიდა რუსეთისთვის, მაგრამ ჩვენთვის ეს დასასრულის დასაწყისი იქნებოდა

20-10-2024

„დასავლეთსა და რუსეთს შორის უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირების სასურველი შედეგით დასრულებას, დამატებით ტვირთად, მეორე ფრონტი სჭირდება. სწორედ ამ სცენარისთვის განიხილება საქართველო,“ - წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და დასძენს, რომ საქართველო დღეს ბეწვის ხიდზე გადის და მცირე შეცდომაც კი შესაძლოა თაობებს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.


„დღეს მსოფლიოში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების გამო მოშლილია საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები, პარტნიორული ურთიერთობები და დიპლომატიური ენა. დასავლეთსა და რუსეთს შორის უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირების სასურველი შედეგით დასრულებას, დამატებით ტვირთად, მეორე ფრონტი სჭირდება. სწორედ ამ სცენარისთვის განიხილება საქართველო.


ამიერკავკასიიდან დაწყებული ომი, რომელიც ჩრდილოკავკასიასაც გადაედებოდა, მართლაც მეტ სიმძიმეს შექმნიდა რუსეთისთვის, მაგრამ ჩვენთვის ეს დასასრულის დასაწყისი იქნებოდა. ვისაც ამ რეალობის დღეს კიდევ არ სჯერა, ის სახიფათოდ ცდება. საქართველო ბეწვის ხიდზე გადის და დაშვებული მცირე შეცდომაც კი შესაძლოა თაობებს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930