გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროგრამის „გადაიღე საქართველოში" მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკული ფილმის გადაღებები მიმდინარეობს

21-10-2024

საქართველოში ამერიკული, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. ამერიკელი, გერმანელი და ბრიტანელი კინოპროფესიონალები ფილმის ეპიზოდებს სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე იღებენ, სადაც სამხედრო თემატიკის სცენებისთვის გამოყენებული იქნება სამხედრო ტექნიკა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელბს.


პროექტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში" მხარდაჭერით ხორციელდება - ფილმის საქართველოში დასახარჯი ბიუჯეტი, ჯამში, 13 მლნ ლარს შეადგენს. ამ ეტაპისთვის, პროექტში საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქეა დასაქმებული.


სახელმწიფო პროგრამის "გადაიღე საქართველოში" მხარდაჭერით დღემდე 48 პროექტი განხორციელდა, რომელთა ჯამური ინვესტიცია 200 მილიონ ლარს აღემატება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031