გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: დღემდე, „ნაცმოძრაობის“ არც ერთ მედიას არ უცდია, რომ აღმოეფხვრა ის უსერიოზულესი დისბალანსი, რაც ჩვენი ვიდეორგოლების არგაშვებით შექმნეს - ფაქტია, ისინი შეგუებულები არიან გარდაუვალ მარცხს

21-10-2024

„უპრეცედენტო არჩევნებია, განსაკუთრებით ერთი მიმართულებითაც, რომ ფაქტობრივ მოცემულობაზე დაყრდნობით ვერავინ იღებს ხმას ვერც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ვერც მოსყიდვაზე, ვერც არაკონკურენტულ საარჩევნო გარემოზე და ა.შ.“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.


მისი თქმით, ამ კუთხით, „ქართულ ოცნებას“ თავად აქვს პრეტენზიები ოპოზიციურ მედიასთან, ვინაიდან საარჩევნო ვიდეორგოლების არგაშვებით, მმართველ პარტიას მათ სერიოზული დისბალანსი შეუქმნეს.


„წარმოიდგინეთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ, მმართველ პარტიას, იქით გვაქვს საპრეტენზიო ოპოზიციურ ძალებთან - მაგალითად, დღემდე, ამ მომენტამდე, „ნაცმოძრაობის“ არც ერთ მედიას არც უცდია, რომ აღმოეფხვრა ის უსერიოზულესი დისბალანსი, რაც მათ ჩვენი სარეკლამო ვიდეორგოლების არგაშვებით შექმნეს.“


ფაქტია, რომ ისინი დიდი ხანია შეგუებულები არიან გარდაუვალ მარცხს და ნაცვლად საარჩევნო შედეგებზე ზრუნვისა, სულ სხვა რამისთვის ემზადებიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031