გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შესაძლოა, პროდუქტებზე ფასებმა მოიმატოს

19-10-2018

ეკონომიკის ექსპერტის, ლაშა გოცირიძის განცხადებით, ლარის გაუფასურებამ შესაძლოა პროდუქტებზე ფასების მომატება გამოიწვიოს.


მისივე თქმით, ფასების მომატება განსაკუთრებით იმპორტირებულ საქონელს შეეხება.


“ბუნებრივია პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა მოლოდინები ლარს სავარაუდოდ ისევ გაუფასურებისკენ წაიყვანს. შედეგები რა შეიძლება იყოს: პირველ რიგში, მოკლევადიანი შედეგი არის ის, რომ ფასები გაიზრდება და განსაკუთრებით გაიზრდება იმ პროდუქციაზე, რომლებზეც საქართველოში იმპორტი ხორციელდება და გრძელვადიანი შედეგები, ამ შემთხვევაში ნეგატიური შედეგი ის არის, რომ ეკონომიკას სტაბილური კურსი სჭირდება,“ - განაცხადა ეკონომისტმა, ლაშა გოცირიძემ.

 

ლარი რეკორდულად გაუფასურდა და კომერციულ ბანკებში ერთი ამერიკული დოლარი 2 ლარი და 73 თეთრი ღირს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930