გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: ქართველი ამომრჩეველი „ნაცმოძრაობას“ ხმას აღარასდროს მისცემს

19-10-2018

„ნაციონალური მოძრაობის სურვილია საარჩევნო პროცესში დესტაბილიზაცია და დესტრუქცია შეიტანოს, პროცესები ერთგვარი რევოლუციური სცენარით წარმართონ ” - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.

 

„მიმდინარე პროცესებს აშკარად ეტყობა „ნაციონალური მოძრაობის“ კვალი. მათი ხელწერაა ძალადობა, თუმცა ვერც ძალადობით და ვერც ნებით ისინი ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. ნებით იმიტომ, რომ ქართველი ამომრჩეველი მათ ხმას აღარასდროს აღარ მისცემს, ხოლო ყველა ქმედების მიმართ, რომელიც კანონის ფარგლებიდან იქნება გასული -შესაბამისი ზომები გატარდება, ” - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელი თავისი რესურსით, დადგმული სპექტაკლებით და საზოგადოების ფსიქიკაზე ზეწოლით თავისთვის სასურველი შედეგის მიღება ვერ შეძლო .

 

„მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, რომ მხედველობის არეალიდან არ გამორჩეთ ქმედებები, რომელიც სამართლებრივი ფარგლებიდან არის გასული ან რომელიც მომავალში გასცდება კანონის ფარგლებს. საქართველო აუცილებლად აირჩევს ღირსეულ პრეზიდენტს და ჩვენი ევროპული გზა სალომე ზურაბიშვილთან ერთად იქნება უფრო წარმატებული და უფრო ადვილად გასავლელი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის“ -განაცხადა მათიკაშვილმა.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930