გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კახიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

19-10-2018

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვასილ ბოდნარის შეხვდა.
შეხვედრაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ , უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ გროისმანის მიწვევა გააჟღერა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის თაობაზე.


მხარეებმა ასევე საქართველო-უკრაინას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ გამოცდილებების გაზიარების მიმართულებით თავდაცვის, ეკონომიკის, ჰუმანიტარულ და სამართლებრივ სფეროებში. ასევე შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები.


შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იჰორ დოლხოვი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930