გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: „გამჭვირვალობის შესახებ" კანონს შინაარსობრივად არაფერი აქვს საერთო რუსეთის კანონთან, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ კანონი ჩვენი ერის გადაწყვეტილებას წარმოადგენს

25-10-2024

ჩვენ მივიღეთ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ", რომელსაც შინაარსობრივად არაფერი აქვს საერთო არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ რუსეთის კანონის შინაარსთან. ჩვენთან საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Euronew-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილებები მიიღო საქართველოს მთავრობამ და ამ გადაწყვეტილებებს არაფერი აქვთ საერთო რუსეთის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან.


„კიდევ ერთი რამ, რაც გათვალისწინებულია ამ კანონით, არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აბარებენ იუსტიციის სამინისტროს თავიანთ ყოველწლიურ ფინანსურ დეკლარაციებს - სულ ეს არის.


არ არის გათვალისწინებული არანაირი შეზღუდვები. სწორედ ამ მიზეზით აბსოლუტურად ყალბია გზავნილები რუსულ კანონთან დაკავშირებით. რაც შეეხება კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ, ის ასევე წარმოადგენს ჩვენი ერის გადაწყვეტილებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930