26-10-2024
„ჩვენ გვაქვს ვებგვერდი შექმნილი, რომელსაც shedegebi.ge ეწოდება. ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ მონაცემები ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ ვებგვერდზე მთელი დღის განმავლობაში განახლდება მონაცემები, ხოლო საღამოს 8 საათიდან, განთავსდება საარჩევნო უბნებიდან მიღებულ ოფიციალურ შედეგებზე დაფუძნებული ინფორმაცია.
„მთელი დღის განმავლობაში განახლდება აქტივობის მონაცემები და ეს მონაცემები იქნება ჩაშლილი თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით. 8 საათიდან ამ ვებგვერდზე მოცემული იქნება ინფორმაცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია დაეფუძნება საარჩევნო უბნებიდან მიღებულ ოფიციალურ, ოქმებში დაფიქსირებულ შედეგებს. უკვე 8 საათიდან შესაბამისი ინფორმაცია აიტვირთება ჩვენს ვებგვერდზე,“ - აღნიშნა კობახიძემ.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |