26-10-2024
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გივი მიქანაძე, გამოცემა „ტაბულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მამაკაცმა ქალის პირადობის მოწმობით სცადა ხმის მიცემა.
მიქანაძის განცხადებით, სინამდვილეში, საარჩევნო უბანზე მისულ დედა-შვილს აერიათ მოწმობები და შვილმა დედის პირადობის მოწმობა მიაწოდა რეგისტრატორს. ამ ფაქტის გავრცელება, გივი მიქანაძემ დეზინფორმაცია და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა.
„ტაბულას“ ინფორმაციით, კასპის სოფელ ფერმაში განთავსებულ 24-ე საარჩევნო უბანში, მამაკაცმა სცადა ქალის პირადობის მოწმობით ხმის მიცემა, რაც იქ მყოფმა დამკვირვებლებმა დააფიქსირა. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ დედა-შვილს, აერიათ პირადობის მოწმობები და შვილმა დედის პირადობის მოწმობა მიაწოდა რეგისტრატორს. მოცემული ფაქტის გავრცელება წარმოადგენს დეზინფორმაციას და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობას,“ - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||