გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომასა და არაკანონიერ ქმედებაზე სახელმწიფოს პასუხი ძალიან მკაცრი იქნება

28-10-2024

„სალომე ზურაბიშვილი ადამიანებს ატყუებს და საქმე სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს. დღეს უკვე არჩევნები და შესაბამისად, ხელისუფლებაც არალეგიტიმურად გამოაცხადა. თავადვე დაირქვა სახელი, რომ თურმე ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციაღა დარჩენილა და ადამიანებს ვითომდა მშვიდობიან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა“, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომასა და არაკანონიერ ქმედებაზე სახელმწიფოს პასუხი ძალიან მკაცრი იქნება.


„ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრები - არავინ არავის აღარ მოეფერება, რადგან ეს უკვე სახელმწიფოებრიობას უკავშირდება - ნებისმიერ გადაცდომასა და არაკანონიერ ქმედებაზე, [პასუხი მკაცრი იქნება]. იმიტომ, რომ ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს - სამოქალაქო ომიც გვაქვს გამოვლილი, ურთიერთდაპირისპირებაც და ეს ყველაფერი შესწავლილი გვაქვს. იმიტომაც ვერ მიაღწიეს ვერაფერს. საქართველოს საზოგადოება მომზადებულია, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031