30-10-2024
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ X-ში ვრცელდება სხვადასხვა ვიდეო, სადაც პოლიცია ხმის მიცემის რიგს კეტავს ან შესასვლელ კარს ბლოკავს, რის გამოც, ამომრჩევლებს ხმის მიცემის პროცედურაში ხელი ეშლებათ.
როგორც ერთ-ერთი ვიდეოს ავტორი წერს, ვისაც სურდა სცოდნოდა, როგორ ტარდება მესამე მსოფლიოს ქვეყნებში არჩევნები, ეს ვიდეო აღნიშნულის ილუსტრირებაა.
„თუ გინდოდათ გცოდნოდათ, როგორ გამოიყურება მესამე მსოფლიოს ქვეყნებში არჩევნები, აი ესაა - პოლიციელები კეტავენ ხმის მიცემის ხაზებს, რადგან ძალიან ბევრი რესპუბლიკელი აძლევს ხმას. ეს არ არის კუბა ან ვენესუელა, ეს არის პენსილვანია. ასე რომ, არ მისცეთ მათ საშუალება, შეგაჩეროთ ხმის მიცემისას“, - აღნიშნულია X-ზე გავრცელებულ ვიდეოში.
„ახალი ვიდეო ბაქსის ოლქი, პენსილვანიიდან აჩვენებს, რომ პოლიციელი ბლოკავს კარს, როდესაც ამომრჩევლები ცდილობდნენ ხმის მიცემას საღამოს 4:38 საათზე“, - წერს ჯეკ პოსო X-ზე.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |