7-11-2024
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში კერძო სექტორთან ერთად მონაწილეობს. WTM London 2024-ზე 21 ქართული ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი.
გამოფენაში საქართველოს მონაწილეობას აფასებს ტურისტული კომპანია Visit Georgia-ს წარმომადგენელი ანა მაცაბერიძე.
„ჩვენ ვმონაწილეობთ ძალიან ბევრ გამოფენაზე, მათ შორის, WTM-ზეც, რომელიც ლონდონში იმართება. ეს გამოფენა გვაძლევს ძალიან დიდ პერსპექტივას, არა მარტო ჩვენს კომპანიას, არამედ მთლიანად ქვეყანას, რომ მსოფლიოს ყველა კუთხის წარმომადგენელმა გაგვიცნოს და გაიცნოს საქართველოს ტურისტული მიმართულება“,-განაცხადა ანა მაცაბერიძემ.
WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან,დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს.
WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40 ათასია.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |