გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შიდა გზების რეაბილიტაცია გრძელდება

11-11-2024

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შიდა გზების რეაბილიტაცია გრძელდება.


ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფელ ჯურუყვეთში სანიაღვრე არხების მოწყობა დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგ ასფალტის საფარი დაიგება.


მიმდინარე სამუშაოები ადგილზე ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან ერთად დაათვალიერა.


პროექტი, რომლის ღირებულება 2 მლნ ლარზე მეტია, მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930