გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წილოსანი: ქალბატონო სალომე! თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ

24-11-2024

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ზურაბიშვილმა შს სამინისტროს განცხადებას მუქარა უწოდა. 


„ქალბატონო სალომე! თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ. ხოლო მათ ვინც ხვალ, საქართველოს პარლამენტის მუშაობაში ხელის შეშლას და ანარქიას აპირებს, არსებობს კანონი და დემოკრატიის დაცვის საერთაშორისოდ მიღებული ნორმები - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება - არის დანაშაული და ისჯება სისხლის სამართლის მუხლებით, პატიმრობით.. მუხლი 222“, - წერს წილოსანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031